02:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 11:06:58, 937 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს ხელისუფლება, ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული

რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა,  საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით სურვილს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება. ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული, მეტიც, ის დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე.

ახალი არაფერია, როგორც წლების წინ მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის, დარბოდნენ ბრიუსელში კაბინეტებში, დღესაც იგივე ხდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად, დეკემბერში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ მეგობრებზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება.

მე მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა ისეთი, როგორც გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი და საქართველო დაჩაგრეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics