|
2023-06-08 14:25:00, 864 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე ევროპარლამენტარებს - როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. წითლიძის თქმით, ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები "ასეთი ანტიევროპული იქნებოდა". „მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მე მაქვს პატივი, გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე, საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია. გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას. თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსულო კანონის წინააღმდეგ. 2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის, რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში. ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ აღვნიშნავ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები - საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად - ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“ - განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს, სადაც კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)