03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 11:38:56, 671 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი იწყება

8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST, რომელიც 2019 წელს დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა.   აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალი ტარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში, მასტერ-კლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ბოლო ორ დღეს, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები.

„ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები - ჰონენსის პრემიის გამარჯვებული ნიკოლოზ ნამორაძე და ლისტის კონკურსის გამარჯვებული მარიამ ბაწაშვილი. ასევე, ფესტივალში მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.

ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ გამოცდილება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics