09:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 10:45:31, 1565 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა ომში ფსონები აამაღლოს

კახოვკის ჰესის განადგურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანური და ხელოვნური კატასტროფაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.

ერმაკის თქმით, რუსეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა ომში ფსონები აამაღლოს.

"კახოვკის ჰესის განადგურება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანური და ხელოვნური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელიც კლავს გარემოს და უარყოფითად იმოქმედებს ასობით ათასი ადამიანის ცხოვრებაზე მომდევნო წლებში.

თავდაცვითი ძალების წინსვლის შეჩერების, დამარცხებისა და სირცხვილის თავიდან აცილების გიჟური მიზანი ამოძრავებს კრემლის დამნაშავეებს. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი ამ ომში ფსონების ასამაღლებლად. დღევანდელი რუსეთი გლობალური საფრთხეა. მხოლოდ ძალას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა",- წერს ერმაკი.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდის თქმით, დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს და მაღალია სხვადასხვა ქალაქის დატბორვის რისკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics