09:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 22:15:54, 1552 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯეიმს კლევერლი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, უკრაინის მოლოდინები ვილნიუსში ნატოს სამიტთან დაკავშირებით. 

როგორც კლევერლიმ აღნიშნა, უკრაინას დიდი ბრიტანეთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.

„მაშინ, როდესაც უკრაინა აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მე ჩემი თვალით დავინახე ნამდვილი საშინელება და ის განადგურება, რაც რუსეთმა ამ სუვერენულ სახელმწიფოში განახორციელა“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ახლახან გამოქვეყნებული გეგმისთვის, რომელიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას უწევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics