|
2023-06-05 12:25:59, 731 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ანგარიში - გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა
გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. „გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. საანგარიშო პერიოდში ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის რვა სხდომა გაიმართა. 2023 წლის 17-19 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გაიმართა ისტორიული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი) და ეუთო-ს გენერალური მდივანი. 2023 წლის 25 აპრილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის საკითხები. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ანგარიშში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ცნობისთვის, მთავრობის ანგარიში, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. აღნიშნული ანგარიშით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე 30 ივნისს წარსდგება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)