08:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 16:26:41, 668 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დამყარებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

"შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაესვა მხარეებს შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას.

ელჩმა დადებითად შეაფასა მიმდინარე წლის იანვარში “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics