10:40 - 18 Aug, 2026
|
2023-06-02 12:16:13, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, ოკუპანტები კიევს 2 ივნისს ღამეს, დაახლოებით, 23:00 საათზე Shahed-136/131-ით დაესხნენ თავს. "დაახლოებით, 03:00 საათზე, Kh-101/Kh-555-ის საკრუიზო რაკეტები უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეში იყო. დამპყრობლებმა კასპიიდან გაისროლეს ბომბდამშენები. ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, თავს დაესხნენ დედაქალაქს, ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, მაგრამ ჩვენმა საჰაერო ძალების თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 15-ვე საკრუიზო რაკეტა და 21 დრონი",- წერს ზალუჟნი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)