|
2023-06-02 09:52:05, 702 ნახვა
საზოგადოება
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას. „PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორცილდეს“,- განაცხადა PSP ფრამას დირექტორმა, ვაჟა ოქრიაშვილმა.
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)