10:40 - 18 Aug, 2026
|
2023-06-01 23:46:58, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან
უკრაინა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის ნატო-ს წევრობაზე მსჯელობა ვერ შედგება, მთავარი მიზანი კი უნდა იყოს ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება უკრაინის დახმარება. "ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინის წევრობაზე... ჩვენ ყველა უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - აღნიშნა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)