12:50 - 18 Aug, 2026
|
2023-05-31 16:09:36, 1461 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს. "გადაწყვეტილება მიღებულია 5000-ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის",- წერს მუმლაძე. შეგახსენებთ, რომ გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, ხოლო დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)