10:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 21:31:57, 688 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ქვეყანა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.

„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics