10:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 09:47:56, 1588 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული მედია - მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა [ვიდეო]

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები [დრონები] ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი BAZA ავრცელებს.

BAZA-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლის მიმდებარედ, მცხოვრებლებმა დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მერმა, სერგეი სობიანინმაც დაადასტურა.

„დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის არავინ სერიოზულად არ დაშავებულა“,- წერს სობიანინი.

ამასთან, როგორც მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

"დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ - ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს",- წერს ანდრეი ვორობიოვი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics