12:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 17:23:08, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას, შემდგომ თანამშრომლობას მოუთმენლად ველი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ.

"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics