14:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 15:01:15, 635 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია EU-სა და უკრაინის დროშები - რატომ არ არის გამოსახული ჩვენი დროშა, გასცენ პასუხი

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ არის გამოფენილი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო.

კობახიძის თქმით, თუ რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამ კითხვას გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და "ფსევდოლიბერალებმა".

„ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად ესენი არიან “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად, "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ესაა მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები  ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics