|
2023-05-24 14:25:19, 804 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ღარიბაშვილზე - ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი
ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯი,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. "კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. სამწუხაროდ, იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი და ამის რამოდენიმე მაგალითს მე გეტყვით. პირველი, მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა რუსულ მოდელს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებების გადაწყვეტის, რომ თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც და უკრაინამ თუ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს? ანუ ჩვენ უნდა დავთმოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე? მეორე, მან გაიმეორა ერთი-ერთში დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს არის წლების წინ, რუსი დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგია, რომლითაც ისინი წამლავდნენ ხალხს და რომელიც ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს არაფერი ეშველება და ჩვენი ეკონომიკა, როგორც საფრთხე უნდა ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას. მესამე, ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯი. ყველაზე დამღუპველია, რომ ის საუბრობს საქართველოს სახელით. ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ეროვნული ინტერესების ღალატთან. მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს სახელით გამოვიდა იარკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ეკონომიკურ კომპონენტში, უკრაინაში ომთან კომპონენტში, სანქციების, პირდაპირ ფრენებთან მიმართებაში და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს პირდაპირი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის - თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი",- განაცხადა ვაშაძემ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)