|
2023-05-23 12:24:50, 1301 ნახვა
ეკონომიკა
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ „აუგუსტის ხილის ქარხანა” დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ქარხნის ინფრასტრუქტურა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს და უნგრული დელეგაციის წევრებს გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლოზინგის კომპონენტით სარგებლობს; აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. „ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ქარხანა ხილის ჯემებს და წვენებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელსა და ყატარში. შექმნილია ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც აღნიშნულ საწარმოში დამზადებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)