13:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 22:42:13, 1553 ნახვა

ომი უკრაინაში
პორტუგალია უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაგზავნის

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად იყო უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ებით ფრენისთვის, მაგრამ არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობა.

მისი თქმით, პორტუგალიაში მყოფი მამართლებლები აუცილებელია ქვეყნის დასაცავად და ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, წერს Diário de Notícias.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ კრავინიომ თქვა, რომ პორტუგალიას ჰყავს ძალიან კარგი მფრინავები და ინსტრუქტორები და ისინი მზად არიან იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე აქვთ F-16-ები უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16-ების გაგზავნა, რომლებიც პორტუგალიის საჰაერო ძალებს ეკუთვნის, არ არის განხილული საკითხი, რადგან პორტუგალიას არ აქვს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა.

კრავინიომ თქვა, რომ ქვეყანას შეუძლია დაეხმაროს თვითმფრინავების ტექნიკური ნაწილებით, რომლებიც სხვა მოკავშირეებმა უკრაინას გადასცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics