18:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 15:11:28, 891 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - თუ ამ ადამიანებს არ დაურღვევიათ ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონი, მათ საქართველოში ჩამოსვლის სრული უფლება ჰქონდათ

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ბოლო დღეების განმავლობაში ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ნებისმიერი რუსი ეროვნების მქონე ადამიანს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონს არ არღვევს.
 „არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. მნიშვნელოვანი არის დარღვეული ჰქონდათ თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონი. თუ არ დაურღვევიათ აღნიშნული კანონი, მათ სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში ჩამოსვლის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. თუ გადავხედავთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, ბევრ შეცდომას ვნახავთ, რაც გვაქვს დაშვებული, რამაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს. პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფარისევლობაა აღნიშნული მოვლენების ირგვლივ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები.
„დიდი დაშორებაა ამ ადამიანების ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ეს ადამიანები ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ. გვახსოვს მათი განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ,  ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. გვახსოვს ოფიციალური წერილები - იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. ისინი არიან ფარისევლები და სპეკულაციას ეწევიან ნებისმიერი თემით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics