|
2023-05-19 20:01:19, 1894 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის შსს-მ ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა. -ამის შესახებ გამოცემა მედიაზონა იუწყება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი ძებნილთა სიაში გამოაცხადა, ძებნა ეხება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. გამოცემის ცნობით, ის ძებნილთა სიას დაემატა თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც სასამართლომ 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა. ამავდროულად, სასამართლომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მას და პუტინს ბრალად ედებათ ბავშვების უკანონო დეპორტაცია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)