|
2023-05-16 14:06:13, 678 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ
მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. "სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სტრასბურგის გადაწყვტილებით, კეთილი უნდა ინებოთ, გამოხვიდეთ და ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს იმ კამპანიისთვის, როდესაც ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას... ეს იმის გაგრძელებაა, რომ თითქოს სააკაშვილი საქართველოში ვიღაცამ მოწამლა, ვიღაც კლავს. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა სიკვდილთან იყო გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა სიკვდილს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ, რა დროში ხართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ სრული მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, მოადგილეებს, თანამშრომლებს, მედპერსონალს, რომელსაც ტალახს ესროდით, ბოდიში უნდა მოუხადოთ. სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ ეს გადაწყვეტილება",- მიმართა ღუდუშაურმა ოპონენტებს. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)