|
2023-05-15 17:26:41, 941 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ხაზს უსვამს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებას
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რეკორდულია 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა. მისი განცხადებით, აპრილის თვის მონაცემებით, ექსპორტის, დაახლოებით, 20 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება და მისი მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდეა, ხოლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა, დაახლოებით, 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 23.5 პროცენტიანი ზრდაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგარეო-სავაჭრო ბრუნვა - პირველი ოთხი თვის განმავლობაში მისმა მოცულობამ, დაახლოებით, 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია, მეორე მხრივ, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებასთან და ასევე ხაზს უსვამს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)