03:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 12:10:37, 805 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს მოვუწოდებ, აღმოფხვრან რეპუტაციული ზიანი

წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ ამ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოს და მის ხალხს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პაპუაშვილის თქმით, რეპუტაციული ზიანის აღმოფხვრა ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ მომავალში გარკვეული სანდოობა ჰქონდეთ.

"დაუფიქრებელი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოსა და მის ხალხს. ეს ერთადერთი გზაა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და მომავალში გარკვეული სანდოობის მოპოვებისთვის",- წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics