|
2023-05-12 16:48:13, 929 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - კონიუნქტურიდან გამომდინარე, ევროკავშირს, შესაძლოა, საქართველოს წინსვლის შეფერხება სჭირდებოდეს
კონიუნქტურიდან გამომდინარე, ევროკავშირს, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის შეფერხება გარკვეული მოსაზრებებით სჭირდებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, თუ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება საფრთხეს შეუქმნის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება უსამართლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთზე სანქციის დაწესება, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია მოუხსნა, გამოიწვევს ისეთ თვითდაზიანებას, რომელიც საზოგადოების მხრიდან უპატიებელი იქნება. "ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს. თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ, არა?" - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)