|
2023-05-08 11:45:54, 1125 ნახვა
ეკონომიკა
„ბბ დაზღვევის“ პარტნიორობით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა
"ბბ დაზღვევის" პარტნიორობით და საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით, „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მიზანს სადაზღვევო ბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გაზიარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი სადაზღვევო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვასა და მის პარალელურად საზედამხედველო რეჟიმის - გადახდისუნარიანობის II სტანდარტის შემოღებაზე. კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო “ბბ დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივები, ასევე ისაუბრა გლობალურად დაზღვევის ინდუსტიაში არსებულ გამოწვევებსა და ბბ დაზღვევის სამომავლო გეგმებზე. ღონისძიებას, გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ბროკერების, საჯარო უწყებებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)