14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 12:12:10, 1411 ნახვა

სამართალი
გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ აღნიშნა, გამოკითხნენ ინცინდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერები, ამოღებულია დანაშაულის იარაღი და საქმეზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

"საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე "ლა ვერასთან" შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ.მ-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად, გ.მ-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ-მ შეთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არრ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა",- განაცხადა ბაჩო კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე შემთხვევა რომლის დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს, 2 კი, დაჭრეს, გუშინ, 4 მაისს მოხდა. დაჭრილებიდან ერთ-ერთი გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. 

რაც შეეხება მოკლულს, ის გიჩო მარგველაშვილზე თავდასხას გეგმავდა, თუმცა ის მარგველაშვილის დაცვამ მოიგერია, რა დროსაც ს.გ დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics