|
2023-05-04 09:06:02, 1544 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - კრემლზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მიერაა დადგმული
კრემლზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მიერაა დადგმული,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, ამაზე რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს. მათივე ცნობით, მაჩვენებლებს შორისაა ისიც, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის თვით მოსკოვშიც, და შესაბამისად, ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა შეაღწია საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენაში და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული. ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებელი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“,- აცხადებენ ISW-ში. შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა კრემლის შენობას დრონებით დაესხა თავს. კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები". მომხდარს მალევე გამოეხმაურა უკრაინა. თავდაპირველად, განცხადება პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინა კრემლის თავდასხმაზე ინფორმაციას არ ფლობდა. მოგვიანებით, ფინეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს მოსკოვზე ან პირადად ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა არ უცდია. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა.
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)