11:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 17:40:38, 807 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი - გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს

გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაის თქმით, გზავნილი, რომელიც პარლამენტარებს გადასცა საიდუმლო არ არის - რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

"გზავნილი, რომელიც პარლამენტარებს გადავეცი საიდუმლო არ არის და მარტივია - რეფორმები უნდა გაგრძელდეს, გვაშფოთებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ რეფორმას აფერხებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას პრემიერს უთხრა, რომ იმედის მომცემი იყო ჩვენთვის, რომ სადავო კანონი უკან იქნა გაწვეული და მითხრეს დღესაც, რომ აღარ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ეს იყო პოლარიზების ილუსტრირება. იმედგაცრუებული ვარ, რომ არ მხრივ, გამოსწორებული არ არის სიტუაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი იყოს",- განაცხადა აპატურაიმ. 

ცნობისთვის, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს, 3 მაისს ეწვია. აპატურაი  NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დიპლომატებს შეხვდა. შეხვედრის თემა  NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics