09:19 - 29 Jun, 2026
|
2023-05-03 16:25:56, 1211 ნახვა
მსოფლიო
მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით ჩავა, გერმანიის ძალოვანი სტრუქტურები კი, პრეზიდენტის ვიზიტისთვის უკვე ემზადებიან. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 14 მაისს ზელენსკის ოფიციალურად სამხედრო პატივით მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამის შემდეგ კი დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ აახენში ჩაფრინდება, სადაც მას კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)