01:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 13:19:15, 831 ნახვა

საზოგადოება
NDI - ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კვლევის თანახმად, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. 

შეკითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ?", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 2022 წლის დეკემბერში გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი: მოსალოდნელია - 20%, არ არის მოსალოდნელი - 76%, არ ვიცი - 4%. 
  • 2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა: მოსალოდნელია 15%, არ არის მოსალოდნელი - 82%, არ ვიცი - 3%.

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics