|
2023-05-02 16:27:24, 1395 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განუცხადა. მაღრაძის თქმით, მოსამართლის წინაშე გამოკითხა ყოფილი გამომძიებლის სურვილია. "ბატონი სერგოს სურვილი იყო, რომ ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება მისი გამოკითხვა. ეს არის მისი სურვილი",- ამბობს ადვოკატი. თავად სერგო შუბითიძეს, რომელიც თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუ, რომელშიც ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)