|
2023-05-02 14:52:46, 1566 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია
კერძო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აგენერირებს დაახლოებით 1 მლრდ ლარის სადაზღვევო პრემიას და დასაქმებულია 4,000 - მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დაზღვევის დღე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით" დაბეგვრის შესახებ." მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მოკლე ვადაში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)