02:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:46:31, 786 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანეთის საბჭო დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელს გადაამზადებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბრიტანეთის საბჭოს ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, ინგლისურ ენაში კვალიფიკაციას აიმაღლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

„ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელი გადამზადდება.

ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთშეთანხმება წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი-ს შორის 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთ აქტივობას, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics