|
2023-05-01 12:01:45, 2100 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მოულოცა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სამხედროებს და მოწვეულ სტუმრებს მიმართა და ქართული ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წლის იუბილე მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ და იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. დღესაც, თითოეული თქვენგანი ღირსეულად აგრძელებთ მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით ატარეს სამხედრო მუნდირი და ჩვენ ვალდებული ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ასევე ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურნენ სამშობლოს და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია,"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)