|
2023-05-01 11:57:56, 1981 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ჯარის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით უწყებაში ხარჯები უკვე გაიზარდა. "გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით, ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა "თავდაცვის კოდექსზეც" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება ქმნის სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რის შედეგადაც ასევე ჩამოყალიბდება ძლიერი რეზერვი და განმტკიცდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარის განვითარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)