|
2023-04-28 18:54:48, 4352 ნახვა
კომენტარი
ბექა ძამაშვილი - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასაამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი მტკიცებულებისა და სამართლებრივი არგუმენტის წარდგენა, რომელიც სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა. "2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას უკვე დააკისრა კონკრეტული ოდენობის კონპენსაციის გადახდის ვალდებულება, კერძოდ საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ომის დროს გახდნენ დაზარალებულები, უნდა გადაუხადოს 130 მილიონამდე ევროს ოდენობის კონპენსაცია. ესენი არიან დაზარალებულები, რომლებიც გახდნენ სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლნი, როგორიცაა სიცოცხლის უფლების დარღვევა, უკანონო პატიმრობა, არასათანადო მოპყრობა, წამება და საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ გამოიდევნენ საკუთარი სახლებიდან და დღემდე რუსეთის ოკუპაციის გამო არ ეძლევათ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მტკიცებულებების წარდგენა, იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა ძალიან ბევრი მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ეს დარღვევები სწორედ რუსეთს მიეწერება და კონკრეტულად უნდა იყოს კონპენსირებული კონკრეტული ადამიანებისთვის. ამის შემდეგ საქმე გაგრძელდება უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაიხდის საკონპენსაციო თანხას, უკვე დაიწყება პროცედურები იმისათვის, რომ ეს თანხა განაწილდეს დაზარალებულებზე", - განაცხადა ძამაშვილმა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)