|
2023-04-28 00:02:37, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ბორელი აცხადებს, საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის საუბარი განიხილეს. ბორელმა აღნიშნა, რომ მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე. „ბოგოტაში დღე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრით დავიწყე. ჩვენ განვიხილეთ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული, უკრაინის პირობებიდან გამომდინარე“, - წერს ბორელი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)