07:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 17:03:12, 848 ნახვა

საზოგადოება
ლომინაძე - პროტოკოლზე მუშაობა არის რთული - საქმე ეხება ახალ მედიკამენტს, არც ერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ჯერ შეყვანილიც კი არ აქვს

“პროტოკოლზე მუშაობა არის რთული, შესაჯერებელი პროცესი, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ მედიკამენტს და მოგეხსენებათ, არც ერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ჯერ შეყვანილიც კი არ აქვს, რაც ართულებს ამ ჯგუფის მუშაობას”, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

ზაზა ლომინაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი კვირაში ერთხელ იკრიბება, შესაბამისი პროტოკოლი, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შემუშავდება და მასში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები. 

„დღეს გაფართოებულ თათბირზე, ბევრი ექიმი, ბევრი დაწესებულების წარმომადგენელი, ჯანმო, პარლამენტი, სამინისტრო, ყველა ჩართულები ვიყავით და შევჯერდით, რომ 1 თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი/გაიდლაინი,რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ესა თუ ის რეკომენდაციები. გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო აზრი, გაიდლაინები. სამწუხაროდ ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ამ დასახელებით, ამ დოზირებით, არ უდევს. ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ და მე იმედი მაქვს, რომ ყველას ჩართულობით ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდება“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics