07:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 14:09:19, 572 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. კახა კალაძემ ელჩს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები განსაკუთრებულია და ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გასაღრმავებლად. ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივია, სიამოვნებით გავიზიარებთ ისრაელის ქალაქების გამოცდილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, სერვისების მიმართულებით თუ სხვა სფეროში. ვფიქრობ, ასევე, დიდი პოტენციალი გვაქვს საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძე

თავის მხრივ, ჰადას ესტერ მეიცადმა გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შუწყოს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics