09:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 10:49:53, 774 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია

სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის -  2 299 299 მუშაობის პროცესი დროებით შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მომსახურების სრულად აღდგენის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ  სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის -  2 299 299 მუშაობის პროცესი.  მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა. 

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS - ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics