|
2023-04-25 09:48:12, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ, ეს იქნება მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის
თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ, ეს იქნება მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინამ თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. "უკრაინა დღეს ატარებს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას მსოფლიოში. ჩვენ თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ თავის ტერიტორიაზე, მაშინ, ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, როგორ არ დაიწყონ მსოფლიოში ნებისმიერი აგრესია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აგრესია, არამედ მთელი გონიერი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება გათვალისწინებული ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, კიბერუსაფრთხოებაშიც, გაციფრულებაში. ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაშიც და უსაფრთხოებაშიც. საჭიროა ამ ცოდნის სხვა სახელმწიფოებთან გაზიარება. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, NATO-ში. სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ნამდვილად პარტერში",- განაცხადა ზელენსკიმ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)