|
2023-04-24 22:59:35, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში
ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ უნდა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა აგრესორს თავის ადგილს მიუჩენს, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, თუ როგორ არ უნდა აწარმოონ ომი გონივრული მსოფლიოს წინააღმდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მთავარ რეფორმას დღეს უკრაინა ატარებს. ჩვენ თუ აგრესორს თავის ადგილს მივუჩენთ – თავის ტერიტორიაზე, მაშინ ვფიქრობ, ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, როგორ არ დაიწყონ მსოფლიოში ნებისმიერი აგრესია, რომელიც საშიშია არა მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აგრესია, არამედ მთელი გონიერი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება გათვალისწინებული ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, კიბერუსაფრთხოებაშიც, გაციფრულებაში. ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაშიც და უსაფრთხოებაშიც. საჭიროა ამ ცოდნის სხვა სახელმწიფოებთან გაზიარება. უკრაინის გარეშე ახლა შეუძლებელი იქნება ევროკავშირში, ნატოში. სად არის ჩვენი ადგილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში? ნამდვილად პარტერში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)