10:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 12:37:25, 1385 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის  თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური რისკების რაოდენობრივი განსაზღვრა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

„მადლობას ვუხდი ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის განითარების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის. ბათუმში მიმდინარე პროექტის მთავარი მიზანია დაბინძურების ადგილის დეტალური გამოკვლევა, ტერიტორიის რემიდიაცია და სახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევა, შესაძლებელია, სხვა ტერიტორიებზე მსგავსი გამოწვევების გადასაჭრელადაც გამოვიყენოთ”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

"შეხვედრაზე ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ეკოლოგიური შეფასება წარადგინეს. პროექტის მიზანია, დეტალური კვლევის საშუალებით დადგინდეს ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაბინძურების ცალკეული წყაროები, განისაზღვროს ეკოლოგიური და ჯანმრთელობის რისკები და შეფასდეს სარეაბილიტაციო პროექტის დოკუმენტაციაში გამოსასწორებელი ზომები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება პოტენციური აღდგენითი ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, რომელიც შემუშავებული იქნება წინასწარ ჩატარებული კვლევის  შედეგების საფუძველზე. შეფასების ფარგლებში შესწავლილი იქნება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ტექნიკური და საინვესტიციო (ფინანსური) ასპექტები; შემუშავდება რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია", აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics