10:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 11:49:17, 888 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ნარჩენების მდგრადი მართვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესაბამისობების დადგენისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერებისა და ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB), საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში პროექტებს ახორციელებს მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics