|
2023-04-19 23:25:07, 1577 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ხერსონში პუტინი არ იმყოფებოდა, მისი ორეული იყო
არანაირი პუტინი [ხერსონში] იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის განსხვავება სწორედ ისაა, რომ ზელენსკის უშუალოდ შეუძლია სამხედროებთან ერთად ფრონტის ხაზზე დგომა და პუტინიავით ბუნკერში დამალვა არ უწევს. "ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა - სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება", - განაცხადა დანილოვმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)