22:39 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:01:00, 1614 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ჩვენი ცა უფრო დაცული ხდება - უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოვიდა

დღეს ჩვენი ულამაზესი ცა უფრო დაცული ხდება, რადგან უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს.

რეზნიკოვმა Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

"იცით, როგორ მოახდინოთ ოცნების ვიზუალიზცია? ჩვენ უნდა ვუთხრათ ამის შესახებ მსოფლიოს და მივცეთ სიცოცხლე. ზუსტად ასე მოხდა Patriot-ებთან ჯერ კიდევ ფართომასშტაბიან ომამდე, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნამდეც კი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დროს.

ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ჩემი ვიზიტის დროს შეერთებულ შტატებში 2021 წლის აგვისტოში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში DPM-ის თანამდებობაზე ყოფნისას. სწორედ მაშინ ვუთხარი ჩვენს პარტნიორებს - ჩვენ გვჭირდება Patriot-ები. საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. და რა გავიგეთ? შეუძლებელია! მაგრამ შეუძლებელი შესაძლებელია.

დღეს ჩვენი ულამაზესი უკრაინის ცა უფრო დაცული ხდება, რადგან უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩამოვიდა. ჩვენმა საჰაერო დამცველებმა ისინი მაქსიმალურად სწრაფად აითვისეს. და ჩვენმა პარტნიორებმა შეასრულეს თავიანთი სიტყვა. ეს არის ჩვენი პრეზიდენტის შრომის შედეგი. მადლობა ჩემს კოლეგებს - ლოიდ ოსტინს, ბორის პისტორიუსს, კაისა ოლონგრენს, ამერიკელ, გერმანელ, ნიდერლანდელ ხალხს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics