|
2023-04-18 16:40:54, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ჩინეთმა უნდა გამოიყენოს რუსეთზე გავლენა, რათა დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის ცივი ომი ავიცილოთ
ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთმა რუსეთს უნდა აიძულოს, რომ გაიყვანოს ჯარები უკრაინაიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. "ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, რათა აიძულოს ის, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ომი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და გავაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ავიცილოთ ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის", - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც 13-დან 15 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო გადადო, როგორც თავად აღნიშნავს, ვიზიტის გადადების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)