23:22 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 15:50:38, 1532 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - კრემლი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას განცხადებას გამოეხმაურა. 

პესკოვის თქმით, კრემლი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს.

„ნებისმიერი იდეა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, რა თქმა უნდა, იმსახურებს ყურადღებას და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics