|
2023-04-15 14:22:25, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - რუსეთის მხრიდან უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების გამოცხადება იდეალური ვარიანტია
რუსეთის მხრიდან უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულების გამოცხადება იდეალური ვარიანტია, - ამის შესახებ სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისივე თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეულია, რაც მოიაზრებს უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებას, მოსახლეობის ნაწილის დაშნებას და უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, აქედან გამომდინარე, როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთს შეუძლია წარადგინოს ანგარიში, რომ "სამხედრო ოპერაციის" ამოცანები შესრულებულია. „ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია შედეგებს, რომლებსაც გეგმავდა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უდიდესი რაოდენობა და შეგვიძლია, საკუთარი თავის წინაშე წარვადგინოთ ანგარიში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულებულია“, - წერს პროგოჟინი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)