|
2023-04-15 12:30:22, 1690 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორის გარეშე
აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მტერს უკრაინის მიწაზე არანაირი პერსპექტივა არ ექნება და უკრაინის გამარჯვება ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ერთიანობით აუცილებლად გაიმარჯვებს. „მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოჯისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს არის კონტრშეტევითი სამუშაო. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ვინც ამას უზრუნველყოფს, ვისაც ახსოვს, რომ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს პოზიციებზე ყოველი დარტყმისთვის, უკრაინელების ყოველი მკვლელობისთვის ოკუპანტმა მაქსიმალურად საგრძნობი დანაკარგი უნდა განიცადოს. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი ოკუპანტებისთვის ამ ომში რუსეთის წაგების გარდაუვალობას უნდა ნიშნავდეს. იმის გარდაუვალობას, რომ უკრაინის მიწაზე მტერს პერსპექტივა არ ექნება. აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე. ეს არის ბოროტების სახელმწიფო და ის დამარცხდება. გამარჯვება – ჩვენი ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)